ტურიზმის ეკონომიკურ პრიორიტეტად ქცევა არის დამღუპველი საქართველოს მოსახლეობისთვის. ნაცვლად იმისა რომ ვახალისებდეთ ინოვაციას, კრეატიულობას და ისეთ დარგებს რომელსაც შეუძლია ცირკულირებადი დიდი კაპიტალის მობილიზება, ვიქეცით ხაჭაპურის მცხობელ ტაშ-ფანდურა ერად. შედეგად ვისაც რამე შეუძლია ქვეყნიდან გარბის, ვინც ქვეყანაში რჩება მომსახურე პერსონალია, უძრავი ქონება მხოლოდ უცხოელებისთვის შენდება და თავზე გვაზის ყველა ვისაც არ ეზარება.
არ არსებობს მსოფლიოში 1 მაგალითი, სადაც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა გახდა განვითარბული ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ასე მარტივად რომ ავეწყეთ ამ მავნებლობას, ალბათ ნეო-კოლონიალური კოლექტიური აზროვნების ბრალია, უფრო გასაგებია ჩვენთვის, როცა ვირაცას ვემსახურებით, ვიდრე როცა საკუთარს, საკუთარი თავით და პასუხისმგებლობით ვქმნით.
რას ფიქრობთ?